უნარისსაგანი ქიმია
გაკვეთილის თემა: ვალენტობა
გაკვეთილის მიზანი: დაკვირვების, ანალიზის, დასკვნის გამოტანის, აღწერის უნარის ფორმირება, ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების, სხვა საგნებში მიღებული ცოდნის აქტუალიზების უნარის ფორმირება.
გაკვეთილის შედეგი: განმარტოს ვალენტობა, განასხვავოს ერთმანეთისგან მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულები, აწარმოოს შესაბამისი გამოთვლები ქიმიური ფორმულების მიხედვით ვალენტობის ცნების გამოყენებით და შეადგინოს ქიმიური ფორმულა ვალენტობის მიხედვით.
აქტივობები: დაკვირვება, ფაქტობრივი მასალის გაცნობა და ანალიზი, პრაქტიკული სამუშაოები.
მოსწავლის ორგანიზება: მთელი კლასი, ინდივიდუალური, ჯგუფური.
რესურსები: სახელმძღვანელო, რვეული, მასწავლებლის ინფორმაცია, თვალსაჩინო მასალა.
შეფასების ფორმა: დაკვირვება, გასაუბრება, ჯგუფის ჩანაწერების გაცნობა.
გაკვეთილის სცენარი
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (2-3წთ)
გაკვეთილს ვიწყებ შემდეგი საუბრით: როცა ბავშვი ლაპარაკს იწყებს მისი პირველი სიტყვაა ,,დედა’’, პირველი, რაც მოსწავლეს ქიმიასთან გაცნობისას ესმის არის აშ-ორი-ო. H2O წყლის მოლეკულის მეცნიერული სახელია.
ვსვამ კითხვას რისგან შედგება წყალი?
პასუხის მიღების შემდეგ ეკრანზე ვაჩვენებ წყლის მოლეკულის და ნახშიროჟანგის ორ სხვადასხვა მოდელს.
ვსვამ კითვას: თუ დაფიქრებულხართ, რატომ შედის წყლის მოლეკულაში წყალბადის ორი ატომი და არა მაგალითად სამი ან თუნდაც ერთი? ან რატომ გამოვსახავთ წყლის მოლეკულის მოდელს (1) სახით და არა (2) სახით? რა განსხვავებაა (1) და (2) მოდელების შორის? რა შეიცვლება ნახშირორჟანგის მოლეკულა პირველი მოდელის სახით კი არა მეორე მოდელის სახით, რომ გამოვსახოთ?
ვიწყებ ინფორმაციის მიწოდებას:
ატომები ერთმანეთს უკავშირდება არა ნებისმიერად, არამედ გარკვეული კანონზომიერებით.
XIX საუკუნეში ინგლისელი მეცნიერი ედუარდ ფრანკლენდი თვლიდა, რომ ატომებს ,,დამაკავშირებელი ძალა” აქვს, რის გამოც ისინი უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან მოლეკულებს. ატომის ამ თვისებას მოგვიანებით ვალენტობა ეწოდა. (ბერძნული სიტყვიდან ,,ვალენსია”, რაც ძალას ნიშნავს).
შემდეგ განვმარტავ წესის სახით რა არის ვალენტობა.
წყალბადის ორი ატომის ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება წყალბადის მოლეკულა, ანუ მყარდება მათ შორის კავშირი, რასაც ქიმიური ბმა ბმა ეწოდება. ეს კავშირი გამოისახება ხაზით, რასაც სავალენტო ხაზი
ეწოდება H-H.
სავალენტო ხაზი სიმბოლურად ასახავს იმ ფაქტს, რომ წყალბადის თითოეულ ატომს წყალბადის მხოლოდ ერთი ატომის მიერთება შეუძლია, ამიტომ წყალბადი ერთვალენტიანი ელემენტია.
სხვა ელემენტის ვალენტობა ისაზღვრება იმ რიცხვით, რომელიც გვიჩვენებს მოცემული ელემენტის ერთი ატომი წყალბადის რამდენ ატომს იერეთებს.
ამის შემდეგ ვთავაზობ მოსწავლეებს წარმოსახვით თამაშს, რათა უკეთ გაერკვნენ ვალენტობის არსში.
ეკრანზე ვაჩვენებ მოლეკულურ და სტრუქტურულ ფორმულებს. ვსვამ კითხვას: რა მსგავსება და განსხვებაა ამ ორ ფორმულას შორის?
ვისმენ მოსწავლეთა მოსაზრებებს და შემდეგ ვაყალიბებ წესს სტრუქტურული ფორმულის შესახებ.
ელემენტები (ვალენტობის მიხედვით)
მუდმივვალენტიანი ცვალებადვალენტიანი
ეკრანზე ვაჩვენებ ცხრილს.
ვუბრუნდები ეკრანზე დასაწყისში ნაჩვენებ მოლეკულათა მოდელებს
და მოსწავლეების დახმარებით ამოვარჩევ სწორად შედგენილ მოდელს.
Friday, October 30, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)